სრული კრებული MOBI ↠

სრული კრებული [Ebook] ➤ სრული კრებული By Jemal Karchkhadze – Thomashillier.co.uk Amazing Ebook, სრული კრებული author Jemal Karchkhadze This is very good and becomes the main topic to read, the readers are very takjup and always take inspiration from the con Amazing Ebook, სრული კრებული author Jemal Karchkhadze This is very good and becomes the main topic to read, the readers are very takjup and always take inspiration from the contents of the book სრული კრებული, essay by Jemal Karchkhadze Is now on our website and you can download it by register what are you waiting for? Please read and make a refission for you.


10 thoughts on “სრული კრებული

  1. Giga Goglichadze Giga Goglichadze says:

    აბზიანიძეების ოჯახი
    ისტორიული რომანი
    იგი
    დღე ერთი
    მაღალი კაცი
    დრო
    გუბე
    გიგანტი
    მარიანა
    ჭოლა
    ბიძაჩემი იონა
    ოპერაცია დეიდა ტასო
    მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება

    არ ვიცი, იქნებ რომელიმე მოთხრობა გამომრჩა, მაგრამ მთავარია ამ კრებულშია შეტანილი და სწორედ ამის გამო ეს წიგნი ნამდვილი საგანძურია.


  2. Gia Jgarkava Gia Jgarkava says:

    როდესაც წიგნი სხვადასხვა ნაწარმოებების ნაკრებია, თუნდაც ერთი ავტორის, გასაგებია, რომ ყველაფერი ერთნაირად გენიალური ვერ იქნება. მით უმეტეს, რომ ეს კონკრეტული კრებული მთელ შემოქმედების პერიოდს მოიცავს, სადღაც 30 წელს. ამის მიუხედავად, თითქმის ყველა მოთხრობაში იგრძნობა რომ არაა მიფუჩეჩებული, რომ გააზრებული და გაცნობიერებულია ყველა დეტალი ძალიან მაგრად, ძალიან ღრმად და ძალიან ნაღდად, აი ისე, ეჭვი რომ არ შეგეპარება არაფერში.

    საერთოდ ქარჩხაძეს შევამჩნიე მსგავსება ეგზისტენციალისტებთან, ოღონდ ორი განსხვავებით: 1. თუ ეგზისტენციალისტებთან ცნობიერების ნაკადია ძირითადად, ქარჩხაძესთან ხშირად ეს ნაკად(ებ)ი ქვეცნობიერშია. 2. უუუუუმნიშვნელოვანესი განსხვავება - თუ კამიუს და განსაკუთრებით სარტრის პერსონაჟებს ეგზისტენციალური კრიზისები აქვთ, რომლებიც ან არაფრით ან სიკვდილით მთავრდება, ქარჩხაძის პერსონაჟებსის შემთხვევაში ხშირად ეს კრიზისი კათარზისს აღწევს. მეორე საკითხია, რომ ამ კათარზისის შედეგების შენარჩუნება ან არ გამოდის, რაც ძალიან ლოგიკურია, ან ერთი მოშნად თუ გაიტანა მერე გადადის უკვე მაგიურ რეალიზმში, რასაც ისე მეტად ვერ ვამუღამებ. მგონია, რომ უკეთესი ალტერნატივებიც არსებობს. ერთადერთი გამონაკლისი, სადაც კათარზისი თან არ მთავრდება და შედეგიც მაგია არაა, “იგი” მგონია.

    გავკადნიერდები და ყველა მოთხრობას მცირე ქულებსაც დავუწერ, უფრო ჩემთვის, რა ვქნა ვერ ვიშლი ყველაფრის კლასიფიცირებას და კვანტიფიკაციას :)

    - აბზიანიძეების ოჯახი - 5 (უფრო 4-4.5, რადგან არის აქ უფრო მოშნებიც, მაგრამ დებიუტია მაინც, პირველი მოთხობაა და ამის კვალობაზე არის უძააანგენიალურესი!)
    - ისტორიული რომანი - 4 (ეს ის მოთხრობაა, რომლის დაბეჭდვის მერე ბესარიონ ჟღენტს მაგრად გაუკრიტიკებია ქარჩხაძე, თან ისე, რომ “კომუნისტთან” ასოცირებული “მნათობიდან” უკან გამოუტანებიათ მიტანილი და ფაქტიურად უკვე დასაბეჭდად გამზადებული მოთხრობები. დაჟე პირველ მოთხრობასთან შედარებითაც კი მეც ცოტა უფრო სუსტი მგონია, მაგრამ მხოლოდ შდარებით, თორემ ისე ძალიან საყვარელი თბილი მოთხრობაა).
    - სასწაული - 4 (ეს არის კარგი მოთხობა, მაგრამ პირველი წინადადება არის სუფთა თვითმყოფადი შედევრი - “ოთახში ორნი იყვნენ: გია ბარბაქაძე, ცამეტი წლის ბიჭი, და მისი დაუძინებელი მტერი რაჟდენ კაპანაძე”)
    - გიგანტი - 3 (ნუ აი ეს ცოტა სუსტი მგონია, მაგრამ იყო აქ ერთი მომენტი, რომელზეც ხმამაღლა ყველაზე მეტი ვიცინე)
    - მარიანა - 3 (არა უშავს)
    - ოპერაცია „დეიდა ტასო“ - 2 (ერთადერთია, რომელიც ობიექტურად ძალიან სუსტი რამეა, თუმცა აქვს ამას გამართლებაც - მოთხრობა კიარა, რეალურად ფელეტონია, სადაც ის, რაც ქარჩხაძის გენიას ყველაზე მეტად წარმოაჩენს, საერთოდ არაა აქ საჭირო)
    - კაპიტონ მანაგაძის ბოლო ექსპერიმენტი - 4 (აი აქ უკვე შეიძლება ითქვას, რომ წინა მოთხრობებში რისი წინაპირობებიც უკვე ჩანდა, ახლა თავმოყრილია, კლასიფიცირებული, ხელიც გაწაფულია და სტილიც ჩამოყალიბებული)
    - მეთერთმეტე მცნება - 4 (როგორც ჩანს ეს არის ქარჩხაძის პირველი გააზრებული მცდელობა შედევრის დაწერის! ძლიერი მოთხობაა, მაგრამ აი ეტყობა რომ მცდელობაა, თითქოს ცოტა ნაძალადევია, ხელოვნური… თუმცა, იგრძნობა უკვე რომ შედევრი მხოლოდ დროის საკითხია და სულ მალე იქნება)
    - იგი - 5! (და აი ისიც - მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია ჩემი აზრით! ჯერ რო აღწერო ის, რაც წერია და მერე ისე, როგორც წერია... ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ შემთხვევით არ დაგასპოილეროთ, უბრალოდ, წაიკითხეთ. ისე, ამის სკოლის პროგრამაში შეტანა არ ვიცი რამდენად კარგი აზრია… საერთოდ ასეთი შედევრების სკოლაში სწავლებაზე აზრი ვერ ჩამოვიყალიბე, საკუთარი მაგალითის საფუძველზე, არ უნდა იყოს კარგი აზრი - სკოლაში თან პატარაც ხარ და თან ისე გაძალებენ, რომ რაც გინდა შედევრი იყოს, მაინც რაღაცა სირობა გგონია)
    - დღე ერთი - 5 (არ ვიცი, ეს შეიძლება “მდგმურის” პერიოდის მოთხრობაა, შეიძლება არც, მაგრამ მაგონებს რაღაცით. (view spoiler)[თუნდაც იმით, რომ ძალიან პლავნად გადადგის ქარჩხაძის ჟანრიდან მაგიურ რეალიზმში (hide spoiler)]


  3. Liza Adishvili Liza Adishvili says:

    ქარჩხაძის გენიალურობა ყოველგვარ საზღავრს სცდება. ყველაზე მეტად მისი თითოეული სიტყვის წაკითხვის დროს ვგრძნობ საკუთარ თავს. ეს კაცი მისი ნაწარმოებებიანად ლიტერატურის დეფინიციაა ჩემთვის.

    “საერთოდ არაა ცნობილი, თუ სად, როდის და რატომ იბადება სიყვარული, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი, ვინც წარმატებულად დაშლის სიყვარულს შემადგენელ ნაწილებად და მის მექანიზმში გაერკვევა.”

    “ეს არის ცხოვრება. მთელი სიცოცხლე ლიანდაგზე მიდიხარ და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობ. ხან ერთ მხარეს გადაგძლევს რაღაც ძალა, ხან მეორე მხარეს, ხანდახან ძლიერი ქარი დაუბერავს და რა მაგარი ბიჭიც არ უნდა იყო, მაინც გადაგაგდებს ლიანდაგიდან. მერე, ქარი რომ მიწყნარდება, ისევ ადიხარ და ისევ ცდილობ, წონასწორობა შეინარჩუნო. ხანაც ჩუმად მიიხედ-მოიხედავ და რომ დარწმუნდები, არავინ გიყურებს, სწრაფად გადმოხტები ლიანდაგიდან და ერთ მოზრდილ მონაკვეთს ასე გაივლი.”


  4. Saba Amiridze Saba Amiridze says:

    ამ მოთხრობების კითხვის დროს თავში სულ დოჩანაშვილის სიტყვები მიტრიალებდა. (ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი.) გენიალურია ქარჩხაძე და იმ მცირე მწერლების რიცხვის მიეკუთვნება,რომლელთა მოთხრობებსაც განხილვა არ სჭირდება,უბრალოდ უნდა ადგე და წაიკითხო. კითხვის პროცესშივე ხვდები,რომ იზრდები როგორც სულიერად,ისე ფიზიკურად. საოცრად ჰყავს დახატული თითოეული პერსონაჟი თხემით ტერფამდე და ისეთი შთაბეჭდილება გრჩება,თითქოს შენც მათ გვერდით ხარ და ყველაფერს მათთან ერთად განიცდი.
    ყველაზე მეტად ერთი სიტყვები ჩამრჩა გულში: ბედნიერებას ერთი მარტივი ფორმულა აქვს:უნდა გიყვარდეს


  5. Luka Fadiurashvili Luka Fadiurashvili says:

    არ ვიცი რა დავწერო.. ეს მოთხრობა რაღაც საოცრებაა!!


  6. Mariam Machavariani Mariam Machavariani says:

    Perfect!!


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *